გეგმა



გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნანა   გოგია 37001039581
საგანი:ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:საბაზო/VII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:15
გაკვეთილის თემა:მოგზაურობა
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიგებენ ინფორმაციულ ტექსტს, იმსჯელებენ შინაარსიდან გამომდინარე კონკრეტულ ინფორმაციაზე, გამოიტანენ დასკვნებს და გააანალიზებენ მოგზაურობის მნიშვნელობას, როგორც დასვენების, გართობის ასევე ღირსშესანიშნაოობის მონახულების ერთ-ერთ საშუალებას.
·         მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტის მოსმენის და გაგების უნარ-ჩვევა.
·         მოსწავლეები გამოიმუშავებენ  დროის ზმნიზედების კონტექსტში გამოყენების საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1
გაკვეთილის დასაწყისში მივესალმები კლასს, გავაცნობ მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს და შეფასების რუბრიკას.  მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეოს ტურისტული საქართველოს“ შესახებ და ჩვენების დასრულების შემდეგ დავუსვამ კითხვებს:
1.    რასთან ასოცირდება თვენთვის ეს ვიდეო?
2.      სად ისურვებდით მოგზაურობას?მოსწავლეებს მივუთითებ რომ სტიკერებზე დაწერონ მათთვის სასურველი ადგილი და მიაკრან პოლიტიკურ რუკაზე.

ვერბალური ახსნა.
კითხვა - პასუხი

საერთო საკლასო
პროექტორი
ინტერნეტრესურსი:

5წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დავურიგებ ფურცლებს, სადაც ჩამოწერილია ყოველდღიური აქტივობები აწმყო დროში და ვთხოვ მათ ინდივიდუალურად გაეცნონ დავალებას, და გადაიყვანონ ზმნები წარსულ განუსაზღვრელ დროში.(მაგ: go shopping – went shopping, study lessons – studied lessons).განვიხილავთ რამოდენიმე ნამუშევარს და კლასი შეჯერდება სწორ ვარიანტზე.
დროებზე მუშაობა
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
საერთო საკლასო
ინტერნეტრესურსი:
https://en.islcollective.com/resources/search_result?Vocabulary_Focus=Daily+routines&numrows=12&page=2
5წთ
3
მოსწავლეებს ვყოფორ ორ ჯგუფად, დავურიგებ ინგლისის რუკას და განსხვავებულ ტექსტებს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ინგლისის ღირსშესანიშნაობებზე. მოსწავლეებს ვთხოვ ჯგუფში გაეცნონ ტექსტს და რუკაზე მონიშნონ ის ადგილი და ღირსშესანიშნაობა, რომელზეც საუბარია  ტექსტში. სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის ლიდერი გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას.ჯგუფებს ვთხოვ დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები. ჯგუფების მუშაობას ვაკვირდები  და ვინიშნავ ინფორმაციებს წინასწარ შედგენილ ცხრილში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აქტივობას შევაჯამებ და მოსწავლეებს მივცემ განმავითარებელ შეფასებას.
ტექსტზე მუშაობა
ჯგუფური
ინტერნეტრესურსი


http://www.themonument.info/history/introduction.html

10წთ
4
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას: რას მიაქცევთ ყურადღებას როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხართ სამოგზაუროდ?მათ პასუხებს დავწერ სიტყვის „მოგზაურობა“ ირგვლივ. რის შემდეგაც ჯგუფებს ვაძლევ სამუშაოს. თითოეული ჯგუფი იქნება ტურისტული სააგენტო, მე დაურიგებ მათ საქართველოს ორი კუთხის (იმერეთი, აჭარა) ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს და მოკლე ინფორმაციას მათ შესახებ, მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ერთი მათგანი და მოამზადონ სარეკლამო პრეზენტაცია მასზე. ტურისტების მოსაზიდად მათ უნდა გაითვალისწინონ სასტუმრო, მგზავრობა, მეგზურის მომსახურეობა, კვება, სამზარეულო და ა.შ.თითოეული ჯგუფის ლიდერი წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს.
ჯგუფების მუშაობას ვაკვირდები  და ვინიშნავ ინფორმაციებს წინასწარ შედგენილ ცხრილში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აქტივობას შევაჯამებ და მოსწავლეებს მივცემ განმსაზღვრელ და  განმავითარებელ შეფასებას.
ასოციაციური კავშირების რუკა
ჯგუფში მუშაობა

ჯგუფური
თაბახის ფურცლები,
ფლიპჩარტი, მარკერი.




15წთ.
5
 მოსწავლეებს ვესაუბრები დროის ზმნიზედების შესახებ და ვაკავშირებ დროის ზმნიზედებს გაკვეთილის თემასთან. ვურიგებ მათ ფურცლებს და ვთხოვ შეადგინონ კითხვითი წინადადებები ტურისტულ თემასთან დაკავშირებით დროის ზმნიზედების გამოყენებით.დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ  კითხვით წინადადებებს და აკრავენ მათ დაფაზე. მე მათ ვაძლევუკუკავშირს.
მასწავლებლის მინი ლექცია,
კითხვითი წინადადებების შედგენა.






საერთო საკლასო,
ინდივიდუალური.








თვალსაჩინოება














5წთ.
6
 მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას: დაწერონ მოკლე ინფორმაცია მათთვის სასურველ ღირსშესანიშნაობაზე.

საშინაო დავალება

მთელი კლასი




2წთ
7
ბოლოს მოსწავლეეებს დავურიგებ გასასვლელ ბილეთებს და ვთხოვ შეაფასონ საკუთარი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ამის შემდეგ შეაჯამონ გაკვეთილი თითო სიტყვით, დაწერონ სტიკეტზე და მიაკრან შეფასების რუბრიკას.
განმავითარებელი შეფასება,
თვითშეფასება
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლები


3წთ


უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა).
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
·           სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს;
შეფასება: განმავითარებელი, თვითშეფასება. მოსწავლეები თვითშეფასებას გააკეთებენ „გასასვლელი ბილეთები“-ს საშუალებით








შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
დაბალი
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
სრულად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ასრულებს ყველა სამუშაოს
ძირითადად ჩართულია სამუშაო პროცესში, თითქმის ყველა სამუშაოს ასრულებს
ზოგჯერ ერთვება სამუშაო პროცესში, სამუშაოს მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ ასრულებს არცერთ სამუშაოს
ინფორმაციის მოძიება და სწორად გამოყენება
სრულყოფილად მოიძიებს ტექსტში მისთვის საჭირო ინფორმაციას და სწორად იყენებს მას
ნაწილობრივ მოიძიებს ტექსტში მისთვის საჭირო ინფორმაციას და იყენებს მას მიზნობრივად
უჭირს ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება მიზნობრივად
ვერ იძიებს ტექსტში საჭირო ინფორმაციას
თანამშრომლობა ჯგუფში მუშაობისას
ყოველლთვის თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის დროს
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის დროს
ზოგჯერ თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის დროს
არ თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის დროს



ხელმოწერა: ნანა    გოგია
თარიღი:26.11.2018.

Comments

Popular Posts